15:52 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-26 13:07:43, 689 ნახვა

პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე „ქართული ოცნების“ წევრებს - ივანიშვილი ბაობაბს და ზებრას უფრო გაუფრთხილდება, ვიდრე თქვენ

ივანიშვილი ბაობაბს და ზებრას უფრო გაუფრთხილდება, ვიდრე თქვენ. ცოტა წინ გაიხედეთ და თქვენს მომავალზეც იფიქრეთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ხელისუფლებას ძალადობა, უკანონო დაკავებები და ქვეყნის მიზანმიმართული ნგრევა არ შერჩება.

„ქოცები“ დღესაც მანტრასავით იმეორებენ, პოლიტიკური მანტია ინდულგენცია ვერ იქნებაო. ვის რაში სჭირდება თქვენი ინდულგენცია? მართლა ვერ ხვდებით, რა დღეში ჩაგაგდოთ და რას დაგამსგავსათ ივანიშვილმა? ფორმალურ „საფუძვლებს“ პოულობდნენ ნაცისტებიც და ბოლშევიკებიც. მათაც ჰქონდათ მუხლები, კანონები, კომისიები, სასამართლოები… გგონიათ, ეს ძალადობა, ეს რეპრესიები უკანონო დაკავებები და ქვეყნის მიზანმიმართული ნგრევა ასე ჩაივლის და შეგრჩებათ? მოიკითხეთ ავტოკრატების და მათი მსახურების ისტორიები. ივანიშვილი ბაობაბს და ზებრას უფრო გაუფრთხილდება, ვიდრე თქვენ, ცოტა წინ გაიხედეთ და თქვენს მომავალზეც იფიქრეთ“,- წერს პაატა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics