16:04 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-24 17:32:40, 812 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი - წამმზომი ჩართულია, გამზადებულია კალაძის დაკავებისთვის საქმეები

გამზადებულია კალაძის დაკავებისთვის საქმეები. ნაძარცვს ვერ ინაწილებენ და დაერივნენ ერთმანეთს. ვთქვი, რომ გრიგოლ ლილუაშვილი "დააჯარიმა" ბიძინამ 100 მილიონით, წამმზომი ჩართულია - ან ფულს მიიტანს, ან დაიჭერენ! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება სუს-ის ხელმძღვანელის ანრი ოხანაშვილის განცხადებას, სადაც ოხანაშვილი ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმეზე საუბრისას ამბობს, რომ შესაძლებელია კითხვებს აჩენდეს, როგორ აღმოჩნდა ასეთი დანაშაული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტროლს მიღმა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, „სანქციებით ბიძინამ უკვე იზარალა 4 მილიარდამდე და ამის გამო, თანხის ხალხის ჯიბიდან ამოღებას და ნაძარცვიდან წილს ითხოვს“.

„გუშინ ვთქვი, რომ გრიგოლ ლილუაშვილი "დააჯარიმა" ბიძინამ 100 მილიონით და აგერ ოხანაშვილი ადასტურებს მინიშნებით ... წამმზომი ჩართულია - ან ფულს მიიტანს, ან დაიჭერენ! კალაძესთან მერიაში შესულია ბიძინას "ბუღალტერი" და ითვლიან მოპარულს და კონკრეტულ მოსათხოვსაც, თანხასაც აცნობებენ კალაძეს... ლევან ჟორჟოლიანი ხელმძღვანელობს მერიაში "ბუღალტერიის" წარმოებას და ნაძარცვის დათვლის შემდეგ, ბიძინა მოსთხოვს წილს თბილისის მერს... გამზადებულია კალაძის დაკავებისთვის საქმეები. ნაძარცვს ვერ ინაწილებენ და დაერივნენ ერთმანეთს. სანქციებით ბიძინამ უკვე იზარალა 4 მილიარდამდე და აბსოლუტურად გაშლეგებულია. ცხადია, ხალხის ჯიბიდან აპირებს ამოღებას და პლუს უკვე ნაძარცვიდან სთხოვს წილებს“,- წერს ლევან ხაბეიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics