|
2016-03-18 18:39:16, 793 ნახვა
სამართალი
შსს „ნიუპოსტის“ მთავარი რედაქტორის სახლის ჩხრეკის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო „ნიუპოსტის" მთავარი რედაქტორის, ეკა შინდაგორიძის სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყეს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით. გამოძიების ფარგლებში, გადაუდებელი აუცილებლობით, გაიჩხრიკა 1989 წ. დაბადებული დავით ჯ.-ს საცხოვრებელი სახლი. გამოძიების ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა. დავით ჯ. მოწმის სტატუსით გამოიკითხა. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მოცემული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიება კავშირში არ არის რომელიმე მედიასაშუალებასთან. ოპერატიული ინფორმაცია შეეხებოდა კონკრეტულ შესაძლო დანაშაულს მედიასაშუალების წარმომადგენლის ოჯახის წევრთან დაკავშირებით. შსს-ს მტკიცე პოზიციაა, რომ ნებისმიერი ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და უწყების რეაგირება მხოლოდ კანონის ჩარჩოებში ხორციელდება", - აცხადებს შსს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)