16:47 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-18 19:06:35, 924 ნახვა

პოლიტიკა
ნინო ლომჯარია რაჟდენ კუპრაშვილის საპასუხოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებას ავრცელებს

"საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადების საპასუხოდ, რომ არასწორია ინფორმაცია, თითქოს, ბიურო ორგანიზაციებისგან არამიზნობრივად ითხოვს მოქალაქეების პირადი და პროფესიული საიდუმლოების ამსახველ დოკუმენტაციას, სასამართლოს გადაწყვეტილებას ავრცელებს.

მისი თქმით, სასამართლოს ოფიციალური დოკუმენტი, რომელსაც თანდართული აქვს კონკრეტული მოთხოვნები, მოიცავს პირად მონაცემებს, რაც ეწინააღმდეგება ბიუროს განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მათი მოქმედება მხოლოდ ორგანიზაციების მიზნობრიობის შესწავლას ემსახურება და არ ეხება კერძო პირებს.

ლომჯარია განცხადებასთან ერთად შესაბამისი დოკუმენტაციის ფოტოსაც ავრცელებს.

“ამ წუთებში რაჟდენ კუპრაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბენეფიციარების შესახებ ინფორმაცია არ მოგვითხოვია, ტყუილია ეს და გადაამოწმეთო. ჰოდა, მედიებისთვის ვაზიარებ, ინებეთ სასამართლო გადაწყვეტილების ის ნაწილი, სადაც ჩვენი ბენეფიციარების პირად ნომრებს, ღონისძიებებში მონაწილე პირების ფოტოსურათებს ითხოვენ”,- წერს ლომჯარია „ფეისბუქზე“.

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, ზოგიერთი ორგანიზაციის წარმომადგენლები მიზანმიმართულად ავრცელებენ მცდარ ინფორმაციას, თითქოს ბიურო სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ითხოვს მოქალაქეების პირად და პროფესიულ ინფორმაციას.

კუპრაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ბიურო მოქმედებს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული მანდატის ფარგლებში და მისი უმთავრესი პრიორიტეტი არის კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა.

მისი განმარტებით, ბიუროს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია მიზნად ისახავს მხოლოდ ორგანიზაციების საქმიანობის მიზნობრიობის შესწავლას და არ სცდება კანონით დადგენილ ჩარჩოს. კუპრაშვილი ასევე აცხადებს, რომ ბიურო უზრუნველყოფს როგორც პროფესიული, ასევე პირადი მონაცემების დაცვას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics