|
2025-06-18 17:51:53, 1506 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები
ისრაელში საქართველოს საელჩო, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საელჩო მუდმივ კომუნიკაციაშია ისრაელის სახელმწიფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე მუდმივ კოორდინაციაშია შესაბამის სამსახურებთან და ახდენს ვითარების მუდმივ მონიტორინგს. „საელჩოს თანამშრომლებმა სატელეფონო კონსულტაცია გაუწიეს საქართველოს 200-ზე მეტ მოქალაქეს. საელჩოს წარმომადგენლებმა არაერთი შეხვედრა გამართეს, მათ შორის ქალაქ ბათ-იამში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან. საელჩო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები, განგაშის სიგნალის ამოქმედებისთანავე გადავიდნენ თავშესაფარში და დაიცვან უსაფრთხოების პროტოკოლი. განახლებული ინფორმაციის მისაღებად, თვალყური ადევნეთ საელჩოს გვერდებს. საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ნომრებზე: +972 526 919092; ცხელი ხაზი 24/7 – +972 3 609 3206“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)