|
2025-06-13 10:42:22, 7257 ნახვა
სამხედრო
ისრაელის და მოკავშირეების ავიაცია, ირანიდან გაშვებულ დრონებს და რაკეტებს ანადგურებენ
ებრაულმა ავიაციამ ისრაელის საზღვრებს გარეთ იმ ირანული დრონების განადგურება დაიწყო, რომლებიც ირანიდან ისრაელის მიმართულებით მიფრინავდნენ. არსებული ინფორმაციით, ისრაელის ბორტებთან ერთად დრონებს ამერიკული, ბრიტანული და ყატარული გამანადგურებლებიც ანადგურებენ. ისრაელური მედიის ინფორმაციით, გასულ ღამეს, ირანის თავზე საჰაერო ბრძოლებში, განადგურდა მინიმუმ 13 ერთეული ირანული გამანადგურებელი, რომლებიც ცდილობდნენ ისრაელის დარტყმების სერიაზე ხელის შეშლას. რაც შეეხება ირანის საჰაერო თავდაცვას - ჯერ კიდევ გასული წლის 26 ოქტომბერს, ისრაელმა კომპლექსური ავიარეიდების შედეგად, ირანის საჰაერო თავდაცვის დიდი ნაწილი გაანადგურა, ასევე დღეს, ძირითადი იერიშების დაწყებამდე, წინსმსწრები რეიდები განხორციელდა დარჩენილ ირანულ საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, რამაც გამოიწვია ის, რომ ოპერაცია ზეწარამტებული გამოდგა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)