|
2025-06-13 10:13:20, 654 ნახვა
პოლიტიკა
ლადო ბოჟაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს და პოლიტიკურ ჯგუფ „ევროპელ სოციალისტებს“ უერთდება
საქართველოს პარლამენტის წევრმა, ლადო ბოჟაძემ უმრავლესობა დატოვა. როგორც მან „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში აღნიშნა, პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები“ უერთდება. ლადო ბოჟაძის განმარტებით, უმრავლესობის დატოვების მიზეზი არის „რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება სასამართლოს, კანონის, კანონის აღსრულების მიმართ“. „დღეს გადავწყვიტე, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დამეტოვებინა. ვუერთდები პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები“, ამის მიზეზი არის რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება სასამართლოს, კანონის, კანონის აღსრულების მიმართ. იცით, რომ ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ და ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონის უზენაესობა არის მთავარი ქვაკუთხედი. საზოგადოება ხედავს ძალიან მძიმე კადრებს სასამართლო სხდომებიდან, დამოკიდებულებას მანდატურებთან, მოსამართლეების მიმართ. არაერთი პოლიტიკოსი, აქტივისტი თუ ჟურნალისტი იყო დაბარებული სასამართლოში. ბევრმა მათგანმა თქვა, რომ საერთოდ არ ცნობენ და არ აპირებენ ამ კანონის შესრულებას, რომ საერთოდ არ მივლენ სასამართლოში. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის რადიკალიზმი, ქვეყანაში არეულობისა და დესტაბილიზაციის ის გეგმა და სქემა, რომელიც როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ძალაშია. მე ამ პროცესების თაობაზე მქონდა საუბარი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ, მამუკა მდინარაძესთან. იცით, რომ ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვიყავით. ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მკაცრი და პრინციპული უნდა იყოს სახელმწიფოს კანონის აღსრულებასთან მიმართებით“, - განაცხადა ბოჟაძემ.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)