|
2025-06-11 20:10:28, 1653 ნახვა
საზოგადოება
თემურ ქათამაძე თურქეთის იზოლატორიდან ამ ეტაპზე თავისუფალია
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, თემურ ქათამაძე თურქეთის იზოლატორიდან დაკითხვის შემდეგ, ამ ეტაპზე გაათავისუფლეს, თუმცა ფორმალური და ძალიან მნიშვნელოვანი იურიდიული დეტალები ჯერ მათთვის ცნობილი არაა. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელის, თამთა მიქელაძის განცხადებით, შემდეგი სამართლებრივი პროცედურებისა და დეტალების დაზუსტებას ქათამაძის იურისტები ცდილობენ და შემდეგ მიაწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას. ცნობისთვის, ბათუმში, აქციებზე დაკავებული თემურ ქათამაძე დღეს თურქეთში გადაიყვანეს. "ვერაგულად, ღამე გადაიყვანეს... ვერც დავემშვიდობე". - წერდა ქათამაძის ცოლი, ნინო კაკულია სოციალურ ქსელში. შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ქათამაძის საქართველოდან იძულების წესით გაძევება ქვეყნის კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად მოხდა, რადგან გაფარ ილმაზმა (ქათამაძემ) არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით. ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად 11 იანვარს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, ხოლო მეორედ 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლის დღეს. ქათამაძის მიერ ბათუმელებისთვის ემიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში რეჟიმის პატიმარი წერდა, რომ დაკავებისას მასზე ფიზიკურად იძალადა ირაკლი დგებუაძემ და 10-მა პოლიციელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)