18:06 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-10 15:09:10, 628 ნახვა

პოლიტიკა
პეტრე ცისკარიშვილი - „ქართული ოცნება“ გამალებით ცდილობს დასავლურ არენაზე ლეგიტიმაციის მოპოვებას

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების დაკარგვის ეშინია და ყველანაირად ცდილობს, ლეგიტიმაცია მოიპოვოს. პეტრე ცისკარიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის იტალიაში ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ უბრალო ვიზიტებით და მოგზაურობებით, ხელისუფლება ლეგიტიმაციას ვერ მოიპოვებს.

„ჩვენთვის სიახლე ნამდვილად არ არის, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, „ქართული ოცნება“ გამალებით ცდილობს დასავლურ არენაზე ლეგიტიმაციის მოპოვებას, ოღონდ ეს საკონსულოების გახსნით და ფართომასშტაბიანი ვიზიტებით არ გამოუვათ. თუ უნდათ ლეგიტიმაცია, ამისთვის საჭიროა ევროპულ ღირებულებებს ეზიარონ, რომელიც მდგომარეობს დემოკრატიაში, არჩევნების არ გაყალბებაში, კანონის უზენაესობაში, ადამიანის უფლებების დაცვაში და ა.შ. რისი გაკეთებაც მათ უბრალოდ არ უნდათ, ეს ეწინააღმდეგება მათ ფილოსოფიას, მათ პოლიტიკურ დნმ-ს. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ცვლილებები და რეფორმები გატარდა, მათ ეშინიათ ძალაუფლების დაკარგვის. ამიტომ, ლეგიტიმაციის მოპოვებას უბრალოდ, მოგზაურობით და იმ გზით, რაც მათ დაისახეს, ვერ შეძლებენ”, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იტალიაში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics