|
2025-06-10 11:28:15, 939 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 წლის თედო აბრამოვის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნარკოდანაშაულში ბრალდებულ 22 წლის თედო აბრამოვის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, სასამართლოში ჩვენებას პოლიციელი აძლევს. თედო აბრამოვი ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატის ინგა ჯაბანიშვილის განმარტებით, ბრალდებულს არანაირი ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია. ამასთან ადვოკატის თქმით, პირადი ჩხრეკის და დაკავების დროს მისი უფლებები დაირღვა, ამასთან ბრალდების მხარეს ნეიტრალური მტკიცებულება არ აქვს წარდგენილი, მათ შორის, ვიდეომტკიცებულება. საქმის პროკურორის ნუგზარ ჭიტაძის განმარტებით, აბრამოვის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალება 5 გრამამდე "მდმა" ამოიღეს. თედო აბრამოვი 7 დეკემბერს დააკავეს. თედო აბრამოვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)