|
2025-06-04 14:58:36, 1215 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გივი თარგამაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გივი თარგამაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. აღნიშნული საქმე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ეხება. დღევანდელ პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ, ამასთან, პროკურატურა საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას დაიწყებს. კერძოდ კი, სასამართლოში ჩვენებას გამომძიებელი სალომე შიოშვილი მისცემს. გივი თარგამაძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მიცემისთვის 3 აპრილს დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულის შემდეგ მას ბრალი წაუყენეს, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა. ცნობისთვის, გივი თარგამაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)