|
2025-06-03 11:25:26, 936 ნახვა
ეკონომიკა
საქსტატი - მაისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 3.5 პროცენტი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული მონაცემებით, 2025 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.5 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.0 პროცენტით განისაზღვრა. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.6 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.51 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (8.7 პროცენტი), ხილი და ყურძენი (8.3 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.8 პროცენტი), თევზეული (1.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.6 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (-1.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (-0.6 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-0.1 პროცენტი); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: წინა თვესთან შედარებით ფასები მომატებულია 1.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში 0.05 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები, ძირითადად, გაზრდილია ღამის გასათევით მომსახურებაზე (7.2 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები მომატებულია 0.8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.03 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია როგორც ფეხსაცმლის (1.5 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (0.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.1 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.12 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასა (-1.7 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-0.5 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.3 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)