|
2025-06-01 14:18:26, 1355 ნახვა
ომი უკრაინაში
ანდრეი სიბიგა - გვესმის რუსეთის ნამდვილი „გზავნილები“
რუსეთი აცხადებს, რომ მშვიდობის საკითხის განსახილველად შეხვედრებისთვის ემზადება, სინამდვილეში ის ახორციელებს თავდასხმას და ტერორს და ანადგურებს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, უკრაინა წუხანდლიდან მასიური საჰაერო თავდასხმის ქვეშაა. „მოუსმინეთ ხმებს ჩემი სახლის თავზე - და ათასობით უკრაინული სახლის თავზე. საჰაერო თავდაცვა იგერიებს რუსეთის დარტყმებს. უკრაინა გუშინდელი ღამიდან მასიური საჰაერო თავდასხმის ქვეშაა, ბალისტიკური, ფრთოსანი და კასეტური რაკეტებით, ასევე ასობით დრონით, რომელთა სამიზნე მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობაა“, - წერს სიბიგა. მისი თქმით, მითურ „მემორანდუმისგან“ განსხვავებით, შესაძლებელია რუსეთის ნამდვილი გზავნილების - რაკეტებისა და დრონების ხილვა და მოსმენა. „რუსეთს აქამდე არც ჩვენთვის, არც თურქეთისთვის, არც შეერთებული შტატებისთვის და არც სხვა ვინმესთვის არ გამოუგზავნია თავისი ე.წ. „მემორანდუმი“. არავინ იცის, რაზე ისაუბრებენ. ამის ნაცვლად, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ სასიკვდილო თავდასხმებს ახორციელებს. მითური „მემორანდუმისგან“ განსხვავებით, ჩვენ ნათლად ვხედავთ და გვესმის რუსეთის ნამდვილი „გზავნილები“, მისი რაკეტები და დრონები“, - წერს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. მისი თქმით, ყველამ უნდა გაიგოს და დაინახოს, რომ რუსეთი აშკარად უარს ამბობს მშვიდობასა და ცეცხლის შეწყვეტაზე. „ყველამ უნდა გაიგოს და დაინახოს, რომ რუსეთი აშკარად უარყოფს მშვიდობას, ცეცხლის შეწყვეტას და მთელი მსოფლიოდან წამოსულ ნებისმიერ კონსტრუქციულ წინადადებას. რუსეთი მშვიდობას სერიოზულად მხოლოდ მას შემდეგ მოეკიდება, რაც ზეწოლის ახალ დონეს იგრძნობს“, - წერს სიბიგა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)