23:07 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-29 21:29:37, 1114 ნახვა

სამართალი
ადვოკატი - ნიკა მელია ძალისმიერი მეთოდებით დააკავეს, ფაქტობრივად მოიტაცეს

გამოვრიცხავ, რომ ეს საქმე დაკავშირებული იყოს ნიკას მიმართ რომელიმე უკვე მიმდინარე საქმესთან, რადგან არცერთ მათგანში აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა არ აქვს შეფარდებული , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა.

გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, შეიძლება მოგონილი ადმინისტრაციული ბრალდებით დააკავეს, რომ ხვალ უზრუნველყონ მისი სასამართლო პროცესზე მიყვანა.

„ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიდიოდა გადაცემაში გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად. გადააყენა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა და შემდგომ უკვე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე რამდენიმე პოლიციელმა, მათ შორის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ძალისმიერი მეთოდებით დააკავეს და ყოველგვარი ახნა-განმარტების წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. გაუგებარია რასთან არის ეს დაკავშირებული, რადგან მას არცერთ საქმეში აღკვეთის ღონისძიება შეცვლილი არ აქვს და რაშთან არის მისი დაკავება დაკავშირებული ჩემთვის უცნობია. ფაქტობრივად მოიტაცეს. აგრესიულად და ახსნა-განმარტების გარეშე მოქმედებდნენ“, - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა „ტვ პირველთან“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics