23:07 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-29 14:19:33, 965 ნახვა

სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, ხმაურია

გიორგი ბაჩიაშვილის პროცესზე მედიის ნაწილს არ უშვებენ - ადგილზე ხმაურია.

ბიზნესმენის პროცესი საქალაქო სასამართლოში, ყველაზე მცირე დარბაზში უნდა ჩაატარონ, რასაც ბაჩიაშვილის ოჯახის წევრების პროტესტი მოჰყვა. დარბაზის შეცვლა სხდომის დაწყებამდე 20 წუთით ადრე გადაწყდა. 

"მტკვარი ჰესის" საქმეს მოსამართლე ნანა შამათავა განიხილავს. სწორედ მას მიმართავენ ადვოკატები დარბაზის შეცვლის შუამდგომლობით.

უკვე სასამართლო დარბაზში იმყოფება პროკურორი მიხეილ სადარაძე. რაც შეეხება გიორგი ბაჩიაშვილს, მას საბადრაგო სასამხაურის წარმომადგენლები სხდომაზე წუთი-წუთზე შეიყვანენ. 

პატიმარი, რომელიც წლები ივანიშვილის მილიარდების განკარგავდა, მზადაა მისი დაკავების ბურუსით მოცულ ამბავზე საჯაროდ ილაპარაკოს. წესით, დღეს უნდა გაეცეს მთავარ კითხვას პასუხი - როგორ მოხვდა  გიორგი ბაჩიაშვილი აბუდაბიდან - რუსთავის მე-12 ციხეში.

შეგახსენებთ, რომ 4 მარტს ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. ამის შემდეგ, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე სასამართლომ მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბაჩიაშვილს ბრალი კიდევ ორ საქმეზე აქვს წარდგენილი. ე.წ. მტკვარი ჰესისა და საზღვრის უკანო კვეთაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics