19:02 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-28 11:39:23, 607 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი - 90-იანი წლებიდან დღემდე, ვახტანგ გომელაური იყო საუკეთესო შინაგან საქმეთა მინისტრი

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა კომისიის სხდომა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან ვახტანგ გომელაურის გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაციაზე საუბრით გახსნა.

მან გომელაურს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, ბატონ ვახტანგ გომელაურს მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ზუსტად ამ წუთებში ჩვენ შევიტყვეთ მისი ნება-სურვილისა და გადადგომის შესახებ. მიმუშავია რა მასთან და მიმუშავია არა ერთი წელი ვთვლი, რომ 90-იანი წლებიდან დღემდე ის იყო საქართველოს საუკეთესო შინაგან საქმეთა მინისტრი და ის, ვინც თავისი საქმით, თავისი პროფესიონალიზმით და ღირსებით ქმნიდა ისეთ პირობებს, რომ როგორც ქვეყანა და სახელმწიფო ინსტიტუტები, ასევე პოლიტიკური ხელისუფლება და მისი ყველა შტო იყო მშვიდად“, - აღნიშნა წულუკიანმა.

წულუკიანი წარმატებებს უსურვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თითოეულ პოლიციელს და სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის.

„იყო მშვიდად იმ გაგებით, რომ ხელმძღვანელად იყო პირი, ვინც იცოდა როგორ უნდა უზრუნველყო უსაფრთხოება და იმავდროულად დაიცვა ის ბალანსი, რომელსაც ამ დელიკატური საქმის კეთება გულისხმობს. ასეთია მისი ნება-სურვილი. მან მიიღო ეს გადაწყვეტილება და ეს მისი არჩევანია. თუმცა, ჩვენი ვალია, რომ მადლობა ვთქვათ და წარმატებები ვუსურვოთ მთელ იმ დიდ სისტემას, რომელსაც ის მრავალი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა. ვისარგებლოთ შემთხვევით და თითოეულ პოლიციელს და შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდი სისტემის თითოეულ თანამშრომელს გაწეული სამსახურისთვის დიდი მადლობა გადავუხადოთ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics