|
2025-05-27 17:26:09, 750 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირის საბჭომ ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ერთობლივი შესყიდვებისთვის 150 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა
ევროკავშირის საბჭომ მიიღო რეგულაცია, რომელიც ევროპის უსაფრთხოებისთვის მოქმედების ინსტრუმენტის (SAFE) შექმნას ითვალისწინებს, - ამის შესახებ საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული. SAFE ევროკავშირის ახალი ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც მხარს დაუჭერს იმ წევრ სახელმწიფოებს, რომლებსაც სურთ ინვესტიციების განხორციელება თავდაცვის სამრეწველო წარმოებაში საერთო შესყიდვების გზით, პრიორიტეტულ შესაძლებლობებზე ფოკუსირებით. „SAFE დააფინანსებს სასწრაფო და მასშტაბურ ინვესტიციებს ევროპის თავდაცვის ტექნოლოგიურ და სამრეწველო ბაზაში (EDTIB). მისი მიზანია წარმოების სიმძლავრეების გაზრდა, საჭიროების შემთხვევაში თავდაცვითი აღჭურვილობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და არსებული შესაძლებლობების ხარვეზების აღმოფხვრა, რაც საბოლოო ჯამში, ევროკავშირის თავდაცვის საერთო მზადყოფნის გაძლიერებას გამოიწვევს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. გარდა ამისა, SAFE ევროკავშირს საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო დაუჭიროს მხარი უკრაინას მისი თავდაცვის ინდუსტრიის ინსტრუმენტთან თავიდანვე დაკავშირების გზით. SAFE-ის მეშვეობით ევროკავშირი გამოყოფს 150 მილიარდ ევრომდე თანხას, რომელიც დაინტერესებულ წევრ სახელმწიფოებს მოთხოვნისამებრ და ეროვნული გეგმების საფუძველზე გადაეცემათ. გაცემული თანხები კონკურენტუნარიანი ფასის მქონე გრძელვადიანი სესხების სახით გაიცემა, რომელთა დაფარვასაც ბენეფიციარი წევრი სახელმწიფოები განახორციელებენ. სესხების მისაღებად ბენეფიციარ წევრ სახელმწიფოებს მოუწევთ საერთო შესყიდვების განხორციელება, რომელშიც მინიმუმ ორი მონაწილე ქვეყანა იქნება ჩართული. ამასთან, არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციისა და თავდაცვის აღჭურვილობაში მასიური ინვესტიციების გადაუდებელი საჭიროების საპასუხოდ, SAFE ასევე დაუშვებს შესყიდვების განხორციელებას, რომელშიც მხოლოდ ერთი წევრი სახელმწიფო იქნება ჩართული შეზღუდული ვადით. SAFE ასევე, საშუალებას მისცემს წევრ ქვეყნებს, კანდიდატ ქვეყნებს, პოტენციურ კანდიდატებს და იმ ქვეყნებს, რომლებსაც ევროკავშირთან თავდაცვის პარტნიორობის შესახებ შეთანხმებები აქვთ გაფორმებული, საერთო შესყიდვებს შეუერთდნენ.
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)