19:32 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-26 08:49:14, 629 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - დღესაც ბრძოლაში ვართ! დღესაც ჩვენი თავისუფლება რუსული რეჟიმის შეცვლასა და პატიმრების გათავისუფლებაზე გადის

ბევრი ბრძოლა გავიარეთ, ბევრი სისხლი დავღვარეთ ამ 107 წლის მანძილზე, რომ დღევანდელობამდე მოგვეტანა ეს დღე, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ჩვენი თავისუფლების ათვლის წერტილი! - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხაზარაძე განმარტავს, „დღესაც ბრძოლაში ვართ!“

“107 წლის წინ, მაშინ, როცა “საქართველოს დამოუკიდებლობა გადასწყდა”, ქართველ ერს მისი დაცვა და მოფრთხილება ღირსების საქმედ გვექცა. ბევრი ბრძოლა გავიარეთ, ბევრი სისხლი დავღვარეთ ამ 107 წლის მანძილზე, რომ დღევანდელობამდე მოგვეტანა ეს დღე, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ჩვენი თავისუფლების ათვლის წერტილი! დღესაც ბრძოლაში ვართ! დღესაც მსხვერპლის გაღება გვიწევს! დღესაც რუსული რეჟიმის პირისპირ ვდგავართ, რომ არ წაგვართვან ის მთავარი, რასაც თავისუფლება და დამოუკიდებლობა ჰქვია. ამიტომ, დღეს, კიდევ უფრო მეტი სიმტკიცე და გამბედაობა გვმართებს ამ ფასეულობების დასაცავად. დღეს ჩვენი თავისუფლება რუსული რეჟიმის შეცვლაზე და პატიმრების გათავისუფლებაზე გადის! ამიტომ! - თავისუფლება პოლიტპატიმრებს! გაუმარჯოს თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოს!” – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics