19:39 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-20 20:53:41, 1101 ნახვა

მსოფლიო
მარკო რუბიო - უკრაინისთვის Patriot სისტემები აშშ-ს არ აქვს, მაგრამ მოკავშირეებთან ვთანამშრომლობთ მიწოდებებისთვის

უკრაინისთვის Patriot სისტემები აშშ-ს არ აქვს, მაგრამ მოკავშირეებთან ვთანამშრომლობთ მიწოდებებისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სენატში მოსმენის დროს განაცხადა.

სენატორ ჯინ შაჰინის (დემოკრატიული პარტია) კითხვაზე პასუხისას, რუბიომ აღნიშნა, რომ ერთკვირიანი პაუზის გარდა აშშ-ს უკრაინისთვის უკვე დამტკიცებული სამხედრო დახმარების მიწოდებები არ შეუწყვეტია.

მისი თქმით, დახმარების ახალი პაკეტები სხვა საკითხია, რომელიც მისი გადასაწყვეტი არ არის.

„თეთრმა სახლმა უნდა გადაწყვიტოს კონგრესისთვის მიმართვა ახალ დახმარებასთან დაკავშირებით. მაგრამ ის, რაც კონგრესის მიერ დამტკიცებულია - მიეწოდებათ“, - განაცხადა რუბიომ.

საჰაერო თავდაცვის Patriot სისტემებთან დაკავშირებით სახელმწიფო მდივანმა განაცხადა: „ისინი, სიმართლე გითხრათ, არ გვაქვს, მაგრამ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს ნატოს მოკავშირეებთან“.

„არიან ნატოს მოკავშირეები, რომლებსაც აქვთ Patriot სისტემების გარკვეული რაოდენობის ბატარეები, რომლებიც შეუძლიათ მიაწოდონ ან გადასცენ უკრაინელებს, რათა დაიცვან, მაგალითად, კიევის ან სხვა ადგილების საჰაერო სივრცე. ამ მხრივ ვახალისებდით მათ [მოკავშირეებს]...“ - განაცხადა რუბიომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
კობახიძე - გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, წარმატებაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics