19:39 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-19 10:11:00, 830 ნახვა

მსოფლიო
ისრაელი ღაზაში „საბაზისო რაოდენობის“ საკვების შეტანის ნებართვას გასცემს

ისრაელი ღაზას სექტორში საბაზისო რაოდენობის საკვები პროდუქტების მარაგების შეტანის ნებართვას გასცემს, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაშია აღნიშნული.

„ისრაელის თავდაცვის ძალების რეკომენდაციით და „ჰამასის“ დასამარცხებლად ინტენსიური ბრძოლის გაფართოების გადაუდებელი აუცილებლობის გათვალისწინებით, ისრაელი მოსახლეობას საკვების საბაზისო რაოდენობით უზრუნველყოფს, რათა თავიდან აიცილოს შიმშილის კრიზისი ღაზას სექტორში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პრემიერის ოფისში აცხადებენ, რომ შიმშილის კრიზისი საფრთხეს შეუქმნის მათ ახალ შეტევას, რომელსაც ოპერაცია „გიდეონის ეტლი“ ეწოდა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ისრაელი „იმოქმედებს ისე, რომ „ჰამასს“ ჰუმანიტარული დახმარების განაწილებაზე კონტროლის აღების შესაძლებლობა არ მისცეს“.

BBC-ი წერს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ისრაელზე მზარდი ზეწოლა ხორციელდებოდა ღაზას სექტორში საკვების, საწვავის და მედიკამენტების შეტანაზე 10 კვირის წინ დაწესებული ბლოკადის მოხსნის მოთხოვნით.

ნეთანიაჰუს ოფისმა განცხადება ისრაელის სამხედროების მიერ ღაზას სექტორში ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციების დაწყების შემდეგ რამდენიმე საათში გაავრცელა.

ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის თავდასხმების შედეგად ღაზაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სულ მცირე 67 ადამიანი დაიღუპა და 361 დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
კობახიძე - გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, წარმატებაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics