20:29 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-18 10:36:56, 808 ნახვა

მსოფლიო
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

არჩევნების პირველ ტურში პირველ ადგილზე ულტრამემარჯვენე პარტიის, „რუმინელთა ერთიანობის ალიანსის“ დამფუძნებელი, ჯორჯ სიმონი გავიდა, მეორეზე კი - ბუქარესტის მერი, ნიკუსორ დენი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.

შეგახსენებთ, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების გასული წლის ნოემბერში ჩატარდა, მაგრამ დეკემბერში რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, რის მიზეზადაც პირველ ადგილზე გასული ულტრამემარჯვენე კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს სასარგებლოდ რუსეთის ჩარევა დაასახელა. თებერვლის ბოლოს, ჯორჯესკუს ბრალი წაუყენეს ექვს დანაშაულში, მათ შორის, ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში. აღსანიშნავია, რომ ჯორჯესკუმ რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის განაცხადი შეიტანა, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მისი განაცხადი არ დააკმაყოფილა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics