21:15 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-17 16:23:20, 1742 ნახვა

საზოგადოება
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართული მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართული მსვლელობა დასრულდა.

ამ წუთებში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მღვდელმთავრებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში სამადლობელ პარაკლის აღავლენს.

მსვლელობაში მონაწილეობას პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მიხეილ ყაველაშვილი და სხვა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

მანამდე კი ამ დღის აღსანიშნავად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მღვდელმთავრებთან ერთად ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მცირე პარაკლისი აღავლინა. ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით კი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით შესრულდა მსვლელობა.

ინფორმაციისთვის, თბილისის გარდა, მსვლელობა სხვადასხვა ეპარქიაში ჩატარდა.

ცნობისთვის, 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 2014 წელს გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics