|
2016-03-16 16:29:12, 1240 ნახვა
კომენტარი
ნუგზარ სურმანიძე: ეს დღე აჭარის რეგიონის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მნიშვნელოვან თარიღად ჩაიწერება
ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო - საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა დაიწყო. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულების საძირკვლის ჩაყრის ცერემონიას საქართველოს პრემიერი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. „დღეს აჭარის რეგიონისათვის მნიშვნელოვან მოევლენას დაედო საფუძველი. დაიწყო ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მშენებლობა. ეს დღე აჭარის რეგიონის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში და საქართველოს უახლოეს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღად ჩაიწერება. აშენდება 170 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება, რომელიც მოემსახურება ყველა ასაკის პაციენტს“, - განაცხადა მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ. სამედიცინო დაწესებულება თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით იქნება აღჭურვილი და პაციენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს. ტერიტორიაზე ორი 5 სართულიანი და ერთი 4 სართულიანი ბლოკი აშენდება. ცენტრალური შესასვლელი აბუსერიძისა და გრიბოედოვის ქუჩების კუთხეში მოეწყობა. სამშენებლო მოედანი ქ. ბათუმში ტბელ აბუსერიძის ქ. 2-ში მდებარეობს. ტერიტორიის ფართი 22107მ2 შეადგენს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფუძის მოწობის სამუშაოები. მშენებლობაზე 30 ადამიანია დასაქმებული. ეს ციფრი სამომავლოდ 60-მდე გაიზრდება. სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტიდან 22 მლნ ლარით დაფინანსდება. მრავალფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობა 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება. რესპუბლიკური საავადმყოფო 1964 წელს წელს აშენდა. მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაახლოებით ბოლო 20 წელია ამორტიზირებულია.
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)