|
2025-05-15 22:14:29, 6571 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი აქებს სომხეთთან ურთიერთობების გაღრმავების „უპრეცედენტო ტემპს“
ევროკავშირის ურთიერთობები სომხეთთან „უპრეცედენტო ტემპით“ ღრმავდება, - განაცხადა ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა (EEAS). ეს შეფასება EEAS-მა გამოაქვეყნა 14 მაისს, - მას შემდეგ, რაც ბრიუსელში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი შეხვდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს. შეხვედრის დეტალები არ გავრცელებულა, თუმცა საგარეო ქმედებათა სამსახური წერს, რომ ლიდერებმა განიხილეს „ევროკავშირის მხარდაჭერა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესისადმი“. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კალასმა და მირზოიანმა განიხილეს „საერთო ძალისხმევა კონკრეტულ სფეროებში თანამშრომლობის გასაფართოებლად“. სომხეთის პარლამენტმა 25 მარტს ხმათა უმრავლესობით საბოლოოდ მიიღო კანონპროექტი ევროკავშირში სომხეთის გაწევრების პროცესის დაწყების შესახებ. მიმდინარე კვირის დასაწყისში ერევანს სტუმრობდა გერტ იან კოპმანი, ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების საკითხებში გენერალურ დირექტორი. მან ერევანში ვიზიტისას დადებითად შეაფასა სომხეთის პარლამენტის მიერ მიღებული აღნიშნული კანონი. სომხეთის მთავრობაში აზუსტებენ, რომ კანონის მიღება - რასაც რუსეთის ფედერაცია აკრიტიკებს - ჯერ არ ნიშნავს ევროკავშირში გაწევრებაზე განაცხადის გაკეთებას. რუსეთში ამბობენ, რომ სომხეთის ხელმძღვანელობა „სულ უფრო მეტად იხრება დასავლეთისკენ, რაც, რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის თვალსაზრისით, დაუშვებელია“. ბოლო წლებში ურთიერთობების დაძაბვის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 2025 წლის 9 მაისს მოსკოვში დაესწრო მოსკოვში „გამარჯვების აღლუმს“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)