|
2016-03-16 15:40:23, 683 ნახვა
სამართალი
პროკურორი: ინტერნეტში ვიდეოების გავრცელებასთან, არც ერთ ბრალდებულს ამ ეტაპზე კავშირი არ აქვს
პროკურორ ლაშა კოტრიძის განმარტებით, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო მოპოვება-შეძენისა და გავრცელების ფაქტზე. აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია 5 პირის მიმართ. დღეს სასამართლომ ორი პირის - ზურაბ ჯამალაშვილისა და ირაკლი ფხალაძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების საკითხი განიხილა. სასამართლომ დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროკურორის განმარტებით,პატიმრობის შუამდგომლობაში მათ მიუთითეს მტკიცებულებები კადრების განადგურების ფაქტზე, ახალი დანაშაულის ჩადენისა და ბრალდებულების მიმალვის საფრთხეზე. პროკურორის განცხადებით, სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია მტკიცებულების განადგურებისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით, თუმცა არ გაიზიარა მიმალვის საფრთხე. მიუხედავად ამისა, ბრალდების მხარის შუამდგომლობა მაინც სრულად დაკმაყოფილდა. პროკურორმა ისიც განმარტა, რომ ყველა ბრალდებულს ერთი და იგივე ნაწილის კვალიფიკაცია არ აქვს წაყენებული. „რიგ შემთხვევაში ბრალდება წაყენებულია იმ მუხლით, რაც გულისხმობს ვიდეოების მოპოვებასა და გავრცელებას, რიგ ეპიზოპდებში წაყენებულია როგორც მოპოვების, ასევე გავრცელების კუთხით, ზოგს ანგარების მოტივიც აქვს წაყენებული“, - განაცხადა ლაშა კოტრიძემ. პროკურორმა ისიც დასძინა, რომ ამ ეტაპზე ინტერნეტში ვიდეოების გავრცელებასთან დაკავშირებით არც ერთ ბრალდებულს კავშირი არ აქვს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)