|
2025-05-14 17:02:47, 741 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - არაბებს არაფერს ვერჩი, მაგრამ ქართველში როგორ უნდა გაცვალოთ?!
ზურა პოლოლიკაშვილისთვის მხარის არდაჭერა არის „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი უღირსი საქციელი! - ასე ეხმაურება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნას. მამუკა ხაზარაძის შეფასებით, „საერთაშორისო ასპარეზზე შენი ქვეყნის წარმომადგენლის მხარდაჭერა პარტიულ კუთვნილებასაც კი სცდება“. „როგორი უღირსი უნდა იყო, რომ ქართველს საერთაშორისო ორგანიზაციაში პირველი ადგილის დასაკავებლად მხარი არ დაუჭირო… ეს იგივეა, მსოფლიო სცენაზე ჩვენ წარმატებულ მომღერლებს, საერთაშორისო მოედნებზე ფეხბურთელებს ტაში არ დაუკრა და მხარდაჭერა არ გამოუცხადო. ზურა პოლოლიკაშვილისთვის მხარის არდაჭერა არის „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი უღირსი საქციელი! არაბებს არაფერს ვერჩი, მაგრამ ქართველში როგორ უნდა გაცვალოთ?! საერთაშორისო ასპარეზზე შენი ქვეყნის წარმომადგენლის მხარდაჭერა პარტიულ კუთვნილებასაც კი სცდება!“, - წერს ხაზარაძე „ფეისბუქზე“. ცნობისთვის, საქართველოს ხელისუფლებამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მოხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, თავდაპირველად, ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა, შემდეგ კი გადაწყვეტილება შეცვალა. ამასთან, მათივე ინფორმაციით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველო მხარს დაუჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს. „გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა, თუმცა მოგვიანებით მისი კანდიდატურა თავისივე გადაწყვეტილებით გაიწვია. სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა რომელიმე კონკრეტული კანდიდატის გამო მოიხსნა. აქვე ვადასტურებთ, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველო მხარს დაუჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)