22:58 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-12 11:23:35, 729 ნახვა

მსოფლიო
მარკო რუბიო დევიდ ლემის და ფრიდრიხ მერცს უკრაინაზე ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს დევიდ ლემის და გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს ტელეფონით ესაუბრა, რომლის დროსაც უკრაინის საკითხიც განიხილეს, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დევიდ ლემისთან მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის პოზიცია რუსეთ - უკრაინის ომთან დაკავშირებით.

„ჩვენი მთავარი პრიორიტეტი კვლავ საბრძოლო მოქმედებების დასრულება და ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტაა“, - აღნიშნა მარკო რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ფრიდრიხ მერცმა და მარკო რუბიომ გერმანიის კანცლერის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში გამართული შეხვედრა და საერთო მიზანი - უკრაინაში ომის დასრულება განიხილეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics