|
2016-03-16 13:34:08, 809 ნახვა
სამართალი
„მაესტროს 24“-ის ნაცვლად „მ 24“ - ბაჩო კიკაბიძე კომუნიკაციების კომისიას ახალი ტელევიზიის სამაუწყებლო ბადეს წარუდგენს
ბაჩო კიკაბიძის შპს ტელეკომპანია "მაესტრო" მაუწყებლობის დაწყებას ისევ გეგმავს. არხის ერთ-ერთი დამფუძნებელი კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის უკვე სამაუწყებლო ბადის წარდგენას გეგმავს, რის შემდეგაც ახალი ტელევიზია ეთერში გავა არა "მაესტრო 24"-ის, არამედ "მ 24"-ის სახელწოდებით. კიკაბიძის გეგმის მიხედვით, ახალი ტელევიზია ეთერში ძველი შენობიდან გავა და მასში "მაესტროს" ის თანამშრომლები გააგრძელებენ მუშაობას, რომლებსაც განცხადებები უკვე დაწერილი აქვთ. „დავემორჩილე კანონს, შევცვალე ლოგო და "მაესტროს" სავაჭრო ნიშნის შემცველი ნიშანი ამოვიღე "მაესტრო 24"-დან და "მ 24" დავტოვე"- აცხადებს ბაჩო კიკაბიძე. როგორც ბაჩო კიკაბიძემ აღნიშნა მისი პრეროგატივა არ არის თუ საიდან იმაუწყებლებს ტელეკომპანია "მაესტრო" და მითუმეტეს რა გავა ამ ტელევიზიის ეთერში. აღსანიშნავია, რომ ლევან გაჩეჩილაძე "მაესტროს" თანამშრომლებს მოსალაპარაკებლად ისევ საკუთარ სახლში შეხვდება. გაჩეჩილიძისა და ჟურნალისტების შეხვედრა 17 საათზეა დაგეგმილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)