00:30 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-07 16:07:27, 704 ნახვა

მსოფლიო
ნიჟნი ნოვგოროდიდან სოხუმის მიმართულებით პირველი რეისი გაუქმდა

ნიჟნი ნოვგოროდიდან სოხუმში რეისი, რომელიც ადრე გადაიდო უკრაინული დრონით თავდასხმის შემდეგ დაწესებული შეზღუდვების გამო, გაუქმდა.

ამის შესახებ ინფორმაცია ნიჟნი ნოვგოროდის აეროპორტ „ჩკალოვის“ ონლაინ დაფაზეა განთავსებული.

6 მაისს დაგეგმილი რეისი ამ მარშრუტზე პირველი პირდაპირი რეისი უნდა ყოფილიყო. რუსული მედიის ცნობით, ის ნიჟნი ნოვგოროდის ბიუჯეტიდან სუბსიდირდა.

თავდაპირველად, გამგზავრება 7 მაისისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ საბოლოოდ რეისი მთლიანად გაუქმდა.

უკრაინული დრონების მიერ ღამით განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, რუსეთის რიგ რეგიონებსა და მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში ფრენების შეზღუდვები დაწესდა. ავიაკომპანიებმა ათობით რეისის გაუქმების, დაგვიანებისა და გადამისამართების შესახებ განაცხადეს, რის გამოც მგზავრები საათობით ელოდებიან ფრენას ან სხვა ქალაქებში თვითმფრინავებში არიან ჩარჩენილები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics