|
2025-04-18 16:07:21, 18433 ნახვა
კულტურა
რეჟისორი გიორგი თავართქილაძე - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს დავით დოიაშვილი „ქოცხროვიდან“? ვერავინ
ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს დავით დოიაშვილი დღეს „ქოცხროვიდან“? ვერავინ, გამორიცხულია, იმიტომ, რომ დღეს ვინც „ქართულ ოცნებას“ ანუ რუსულ რეჟიმს უჭერს მხარს, ის ვერ იქნება ხელოვანი, ის შეიძლება იყოს ხელოსანი, - ამის შესახებ რეჟისორმა გიორგი თავართქილაძემ განაცხადა. მისი შეფასებით, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების შემდეგ, ვინც მის თანამდებობას დაიკავებს, ხელოვანი ვერ იქნება. „ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს დავით დოიაშვილი დღეს „ქოცხროვიდან“? ვერავინ, გამორიცხულია იმიტომ, რომ დღეს ვინც „ქართულ ოცნებას“, ანუ რუსულ რეჟიმს უჭერს მხარს, ის ვერ იქნება ხელოვანი, ის შეიძლება იყოს ხელოსანი. ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი არის თავისუფალი აზრი. თუ თავისუფალი აზრი არ არის, ხელოვნება აღარ არის და იმ ადამიანს ხელოვანი აღარ ჰქვია. ასე რომ, ხელოსნები ბევრი ჰყავთ და სავარაუდოდ, მორიგ ხელოსანს ვიხილავთ. ვიხილავთ კიდევ ბევრ ხელოსანს სხვადასხვა დაწესებულებებში, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ, რადგან კონსოლიდირებულია უკვე ივანიშვილის დიქტატურა. ეს სიმახინჯე არის უკვე ცხადი“, - განაცხადა გიორგი თავართქილაძემ. ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან „არაერთგზის გაფრთხილების“ მიუხედავად, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ „ვალდებულებას არ ასრულებდა“, ხოლო "სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო“.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)