|
2025-04-08 17:28:56, 675 ნახვა
მსოფლიო
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი აშშ-სთან არსებულ სავაჭრო დეფიციტს გააქრობს
ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 7 აპრილს, თეთრი სახლის ოვალურ ოფისში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ისრაელი აშშ-სთან არსებულ სავაჭრო დეფიციტს გააქრობს. მიუხედავად ამისა, ნეთანიაჰუს წინადადება, როგორც Politico წერს, საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ აშშ-ს გასულ კვირაში 180-ზე მეტ ქვეყანაზე და ამ შემთხვევაში, ისრაელზე დაწესებული ტარიფები უკან გაეწვია. შეხვედრაზე, ოვალურ ოფისში ტრამპის გვერდით მჯდომმა ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მისი მთავრობა აშშ-სთან სავაჭრო ბალანსის დეფიციტის "ძალიან სწრაფად" გაქრობას ისახავს მიზნად. "ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სწორი ნაბიჯია. ჩვენ ასევე გავაქრობთ სავაჭრო ბარიერებს". - თქვა ისრაელის პრემიერმინისტრმა. "მადლობა, ეს ძალიან კარგია". - თქვა ტრამპმა ნეთანიაჰუს საპასუხოდ, თუმცა არ მიუნიშნებია, რომ აშშ ტარიფების საკითხზე უკან დახევას განიხილავს, ისეთი ახლო მოკავშირეების შემთხვევაშიც კი, როგორიც ისრაელია. მეტიც, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტს ჰკითხეს, შეამცირებდა თუ არა ისრაელზე დაწესებულ 17%-იან ტარიფს, რომელიც ძალაში 9 აპრილს შევა, ტრამპმა თქვა, რომ "ალბათ არა", ვინაიდან აშშ უკვე აძლევს ისრაელს მილიარდობით დოლარის ღირებულების დახმარებას თავდაცვისა და სხვა მიზნებისთვის. ტრამპმა ასევე დაამატა, რომ ის, ზოგადად, ქვეყნებისთვის მოლაპარაკებების გამართვისთვის ახალი ტარიფების დროებით შეჩერებას "არ განიხილავს". ნეთანიაჰუ პირველი უცხოელი ლიდერია, რომელიც ტრამპს 2 აპრილს აღმასრულებელი ბრძანების შემდეგ ხვდება. აშშ-ს პრეზიდენტმა 2 აპრილს 180-ზე მეტ ქვეყანაზე თანაბარი "საპასუხო" ტარიფების დაწესების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი. 10%-იანი "საბაზისო" ტარიფი 180-ზე მეტ ქვეყანას დაუწესდა და ის ძალაში 5 აპრილს შევიდა. 9 აპრილს ძალაში შევა უფრო მკაცრი ტარიფებიც აშშ-ს 50 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორისთვის. ისრაელის პრემიერმინისტრი აშშ-ში ვიზიტის დროს ასევე შეხვდა აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელ ჯემისონ გრიერსა და ვაჭრობის მინისტრ ჰოვარდ ლუტნიკს. ნეთანიაჰუს თქმით, ის აცნობიერებს აშშ-ს პოზიციას სხვა ქვეყნებთან უსამართლო ვაჭრობის მოგვარების შესახებ. "მე თავისუფალი ვაჭრობის ძლიერი მხარდამჭერი ვარ და თავისუფალი ვაჭრობა სამართლიანიც უნდა იყოს - და ვფიქრობ, ეს არის ის პოზიცია, რომელიც შენ წინ წამოწიე". - უთხრა ნეთანიაჰუმ ტრამპს. ისრაელსა და აშშ-ს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი 1985 წლიდან აქვთ.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)