|
2025-04-07 18:53:02, 722 ნახვა
მსოფლიო
ერაყში რამდენიმე სამხედრო დაჯგუფება მზად არის, განიარაღდეს
ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილი რამდენიმე სამხედრო დაჯგუფება მზად არის, განიარაღდეს, რათა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან კონფლიქტის ესკალაციას აარიდოს თავი. ექსკლუზიურ ინფორმაციას გამოცემა Reuters 10 ერაყელ მაღალჩინოსანსა და უფროს მეთაურზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნული ერაყული სამხედრო დაჯგუფებების ძალისხმევა, განიმუხტოს ნებისმიერი დაძაბულობა ტრამპის ადმინისტრაციასთან, უკავშირდება აშშ-ს მაღალჩინოსნების მიერ ერაყის მთავრობისთვის გახმაურების გარეშე გადაცემულ გაფრთხილებებს მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტის ოფისი იანვარში დონალდ ტრამპმა დაიკავა. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ბაღდადს შეატყობინეს, რომ მანამ, სანამ ისინი ერაყის ტერიტორიაზე მოქმედ სამხედრო დაჯგუფებებს არ დაშლიდნენ, შესაძლო იყო, აშშ-ს აღნიშნულ დაჯგუფებებზე საჰაერო იერიშები მიეტანა. როგორც ერაყის სამთავრობო ალიანსთან დაახლოებული შიიტი მუსლიმი პოლიტიკოსი იზატ ალ-შაბნდარი Reuters-ს ეუბნება, დისკუსიები ქვეყნის პრემიერმინისტრ მოჰამედ შია ალ-სუდანისა და რამდენიმე სამხედრო დაჯგუფების ლიდერს შორის "ძალიან მაღალი დონის" იყო და დაჯგუფებები, როგორც გამოცემა წერს, მიდრეკილნი იყვნენ აშშ-ს მიერ განიარაღების მოწოდების შესრულებისკენ. "ფრაქციები ჯიუტად არ იქცევიან და არ იჟინებენ თავიანთი ამჟამინდელი ფორმით მოქმედების გაგრძელებას" - თქვა პოლიტიკოსმა Reuters-თან საუბრისას და დაამატა, რომ დაჯგუფებები "სრულად აცნობიერებენ", რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შესაძლოა, აშშ-ს იერიშების სამიზნეები გახდნენ. 6 სამხედრო დაჯგუფების ლიდერები, რომლებსაც გამოცემა ბაღდადში ესაუბრა, ამბობენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან კონფლიქტის ესკალაცია არ სურთ. "ტრამპი მზადაა, ჩვენთან ომი უფრო ცუდ დონემდე მიიყვანოს, ჩვენ ეს ვიცით და ჩვენ ამგვარი ცუდი სცენარის თავიდან აცილება გვსურს". - თქვა ერაყის ყველაზე მსხვილი შიიტური სამხედრო დაჯგუფების, ქატაიბ ჰეზბოლას ანონიმურმა მეთაურმა. მეთაურებმა ასევე თქვეს, რომ მათმა მთავარმა მოკავშირემ და მფარველმა - ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) ერაყულ დაჯგუფებებს ნება დართო, მიიღონ ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც საჭიროდ თვლიან, რათა აშშ-სთან და ისრაელთან პოტენციურად დამანგრეველი კონფლიქტი თავიდან აირიდონ. ერაყულმა სამხედრო დაჯგუფებებმა ღაზაში მიმდინარე ომის განმავლობაში, პალესტინური ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის სოლიდარობის ნიშნად რამდენჯერმე მიიტანეს სარაკეტო და დრონებით იერიში ისრაელზე. ამასთან, დაჯგუფებებმა გასულ წელს იორდანიაში, სირიის საზღვართან ახლოს დრონებით სამი ამერიკელი სამხედრო მოკლეს. ერაყის პრემიერმინისტრის ყოფილმა პოლიტიკურმა მრჩეველმა იბრაჰიმ ალ-სუმაიდაემ სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბრისას თქვა, რომ აშშ დიდი ხანია, რაც ერაყის ხელისუფლებისგან შიიტური დაჯგუფებების დაშლას მოითხოვს, თუმცა ამჟამად ვაშინგტონმა შესაძლოა, პასუხად უარი აღარ მიიღოს. "თუ ჩვენ ნებაყოფლობით არ დავემორჩილებით, ეს შეიძლება ჩვენ გარედან დაგვაძალონ და ძალის გამოყენებით". - თქვა ალ-სუმაიდაემ.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)