|
2025-04-07 14:45:10, 538 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - სენატორი შაჰინი მართალია
სენატორი შაჰინი მართალია - ივანიშვილის პრო-რუსულმა და პრო-ჩინურმა რეჟიმმა, საქართველოს მოსახლეობას და მთელ რეგიონს წაართვა საუკუნის შესაძლებლობა, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას, რომ „ანაკლიის პროექტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემა იმედგაცრუებაა“. მისი თქმით, ამერიკული და ევროპული ინვესტიციების კონფისკაციით და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებადი კომპანიისთვის პროექტის გადაცემით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საქართველოს სტრატეგიული განვითარება შეაჩერეს. „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა, რომელსაც შეეძლო კავკასია გადაექცია მთავარ სატრანზიტო კვანძად, ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიიდან ევროპისკენ. მჯერა, რომ ეს დროებითი მოვლენაა. როგორც კი პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან და დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, ახალი პროდასავლური ხელისუფლება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას დაასრულებს“, - წერს ხაზარაძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)