|
2025-04-04 18:30:17, 935 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე - დიდი გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და ამავდროულად მთელი მსოფლიოც
დიდი გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და ამავდროულად მთელი მსოფლიოც იმიტომ რომ დიფ სთეითი კვლავ ძლიერია - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა. მისი თქმით, ძლიერი არის ის ძალები, რომლებსაც უნდათ თავიანთი ინტერესებისთვის, თავიანთი ქონებისა და ძალაუფლების მოხვეჭისთვის ჩაერიონ სხვა ქვეყნის საქმეებში, აწარმოონ პროქსი ომები და როგორც პროქსი ომის წარმოებით მიიღონ შემოსავლები, ასევე ომის შემდეგი მოცემულობის აღმოფხვრისაგანაც. "3 წლის განმავლობაში ქართული ოცნების გუნდი ამხელდა "დიფ სთეითს", რომელსაც ჩვენ გლობალური ომის პარტიას ვუწოდებთ. ახლა ეს ყველაფერი სააშკარაოზეა გამოტანილი, ყველასთვის ცნობილია. ბატონი ტრამპის ადმინისტრაციას გაცხადებული აქვს დიფ სთეითთან ბრძოლის შესახებ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით განცხადებები განცხადებებად რჩება და გადადგმული ნაბიჯები არ არის ისეთი და იმდაგვარი, რომ "დიფ სთეითის" დამარცხებაზე ვისაუბროთ. შეუძლებელია ვინმემ თქვას, რომ "გლობალური ომის პარტია"/"დიფ სთეითი" დამარცხდა, მანამ სანამ საქართველოში არსებობენ ძალები რომლებიც ცდილობენ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ხელები აფათურონ". - განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)