|
2025-04-04 14:35:13, 602 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილს, როგორც ვადაგასულ პროდუქტს, ჩამოწერენ ქართული პოლიტიკიდან
სალომე ზურაბიშვილს ისევ ოპოზიცია დაუპირისპირა „დიფ სთეითმა", ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, სალომე ზურაბიშვილს, როგორც უკვე ვადაგასულ პროდუქტს ჩამოწერენ ქართული პოლიტიკიდან, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის გაკრიტიკებას შეეხებოდა. მისივე თქმით, „დიფ სთეითს" დაგეგმილი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილის ქართული პოლიტიკიდან ჩამოწერა და ის, რაც 31 მარტს საზოგადოებამ იხილა, იყო, სწორედ, ამის გამოხატულება. ,,მე მქონდა ინტერვიუ საზოგადოებრივ მაუწყებელზე რამდენიმე დღით ადრე, შეგიძლიათ ნახოთ, მაშინ ვამბობდი, რომ „დიფ სთეითს" უკვე დაგეგმილი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილის ჩამოწერა ქართული პოლიტიკიდან და რაც ვიხილეთ 31 მარტს, იყო, რეალურად, ამის გამოხატულება. თქვენ ნახეთ, რომ ისევ ოპოზიცია დაუპირისპირა სალომე ზურაბიშვილს „დიფ სთეითმა", ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, სალომე ზურაბიშვილს, როგორც უკვე ვადაგასულ პროდუქტს ჩამოწერენ ქართული პოლიტიკიდან,"- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)