|
2025-04-03 15:36:01, 612 ნახვა
პოლიტიკა
ნიდერლანდების საგარეო მინისტრი - შემაშფოთებელია უკუსვლა, რომელსაც საქართველოში ვხედავთ
საქართველოში განვითარებული მოვლენებით ძალიან შეშფოთებულები ვართ, - ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „ძალიან შემაშფოთებელია ის უკუსვლა, რასაც საქართველოში აქვს ადგილი. თქვენ ნახეთ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის მიერ გავრცელებული განცხადება და ჩვენ, ნიდერლანდები, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი, ამ განცხადებას მხარს სრულად ვუჭერთ. ჩვენ საქართველოში განვითარებული მოვლენებით ძალიან შეშფოთებულები ვართ, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობა პროევროპელია, ისინი ევროპული მომავლისკენ ისწაფვიან და გვინდა მხარი დავუჭიროთ მათ, რათა თავიანთი პოზიციის დაცვა გააგრძელონ“, - განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)