|
2025-04-03 14:08:30, 553 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კუპრაძე - ბრიტანეთის სანქციები პირდაპირი პასუხია უსამართლობაზე
ბრიტანეთის სანქციები პირდაპირი პასუხია იმ უსამართლობაზე, დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებზე, რასაც მურუსიძის და ჩინჩალაძის სასამართლო სისტემა იღებს, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც კუპრაძე განმარტავს, ბრიტანეთის მხრიდან ეჭვის გამოთქმა, რომ მურუსიძე და ჩინჩალაძე კორუფციაში მონაწილეობენ, კიდევ ერთი დასტურია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები უკანონოა. „საკოორდინაციო პლატფორმა აგრძელებს მუშაობას, დღეს მთავარი თემა გვქონდა - საერთაშორისო გამოხმაურებები, რომელიც ამ შრომის შედეგია, რომელსაც პროდასავლური ოპოზიციური პარტიები ვეწევით. ჩვენთვის მთავარი მიზანია, სწრაფად, ეფექტურად, ობიექტურად მოვახერხოთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება, რადგან სისტემა იმ ტიპის დარტყმებს იღებს, რომელსაც ის იმსახურებს. ეს კიდევ უფრო მძაფრი გახდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ბრიტანეთის სანქციები პირდაპირი პასუხია იმ უსამართლობაზე, დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებზე, რასაც მურუსიძის და ჩინჩალაძის სასამართლო სისტემა იღებს. ბრიტანული პოლიტიკური სპექტრის და ხელისუფლების მხრიდან ეჭვის გამოთქმა, რომ მურუსიძე და ჩინჩალაძე კორუფციაში მონაწილეობენ, კიდევ ერთი დასტურია, რომ ეს გადაწყვეტილებები უკანონოა, მათ შორის, იგულისხმება პოლიტიკური კორუფცია და იმ დავალებების შესრულება, რასაც მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო კლანი ასრულებს პოლიტპატიმრების და პოლიტიკოსების წინააღმდეგ“, - აცხადებს კუპრაძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)