|
2025-04-03 11:11:37, 617 ნახვა
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური - მინდა, იმ ადამიანებს ვუთხრა, ვინც კომისიაზე არ მოდის, ჩვენ არ ვართ თქვენნაირები, ღმერთმა დაგვიფაროს
ჩვენ არ ვართ ბოროტები - მინდა, პირველ რიგში, იმ ადამიანებს ვუთხრა, ვინც კომისიაზე არ მოდის, ჩვენ არ ვართ თქვენნაირები, ღმერთმა დაგვიფაროს - ჩვენ არ ვართ ბოღმიანი ადამიანები, - ამის შესახებ პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პირები, რომლებიც დაბარების მიუხედავად, კომისიის სხდომაზე არ მიდიან, ჩრდილს აყენებენ კომისიას, კომისიის წევრებს და ცდილობენ, საზოგადოება აბუჩად აიგდონ. „მინდა ერთი რამ ვუთხრა ყველას - ჩვენ არავის ვაშინებთ. ისე, არაა თითქოს, ვინმეს სადმე დაბარება, ბრალდებულის სტატუსი, ან მსგავსი გვახარებს. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, ჩვენ არ ვართ ბოროტები. მინდა, პირველ რიგში, ამ ადამიანებს ვუთხრა, ჩვენ არ ვართ თქვენნაირები, ღმერთმა დაგვიფაროს. ჩვენ არ ვართ ბოროტები, ეს არის მთავარი წყალგამყოფი რაც განგვასხვავებს. ჩვენ არ ვართ ბოღმიანი ადამიანები. ჩვენ ღიად, თავისუფალ და დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობას გთავაზობთ. ვთავაზობთ, რომ საჯაროდ, საზოგადოების წინაშე მოვიდნენ და კითხვებზე პასუხები გასცენ. ის, რაც ხდება, რომ გაუგონარი და სრულიად სასაცილო აბსურდული მიზეზებიდან გამომდინარე არ აპირებენ მოსვლას, სინამდვილეში საზოგადოების უპატივცემულობას ნიშნავს. უკაცრავად, მაგრამ ეს ადამიანები ცდილობენ, საზოგადოება აბუჩად აიგდონ,“ - განაცხადა ღუდუშაურმა. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე რამაზ ახვლედიანი, გივი თარგამაძე და კახა დაბრუნდაშვილი არიან დაბარებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)