|
2025-04-02 18:25:43, 748 ნახვა
პოლიტიკა
დოლიძე - მურუსიძე-ჩინჩალაძის დასანქცირება არის ნაბიჯი ხალხისთვის, ვინც „კლანმა“ დააზარალა
მურუსიძე/ჩინჩალაძე მოხვდა იმ სიაში, სადაც არიან ტერორისტები და „თალიბანის“ ლიდერები. ეს არის სამარცხვინო ფაქტი, - ამის შესახებ კოალიცია ,,ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ დიდი ბრიტანეთის მიერ მოსამართლეების: ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა. დოლიძის თქმით, სანქციები ნიშნავს, რომ ბრიტანეთი ამზადებს გადაწყვეტილებებს სხვა პირებთან მიმართებაშიც. ,,დიდმა ბრიტანეთმა დღეს დაასანქცირა მურუსიძე და ჩინჩალაძე. ბრიტანეთის სანქციები არის მთავარი წერტილი ფინანსური გარიგებების - ეს არ არის ვიზა, ეს არის ფინანსური სანქცია. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი საბანკო სისტემა, ნებისმიერ კომპანიას შეეშინდება ამ სახელთან იყოს დაკავშირებული, რადგან მათ დაემუქრებათ მეორადი სანქციები. მათ გაუჭირდებათ საერთაშორისო მგზავრობა. ეს ნაბიჯი იმ ხალხისთვის არის, ვინც დააზარალა კლანმა წლების განმავლობაში, კონკრეტულად ამ ორი ადამიანის მმართველობამ. ბრიტანეთში არის ოფშორული ზონები, კაიმანის და ვირჯინიის კუნძული, სადაც არის რეგისტრირებული ასეულობით კომპანია, რომლებიც ცდილობენ გაექცნენ, მათ შორის საქართველოს საგადასახადო სისტემას. საქმე იმაშია, რომ ბრიტანეთში არის რეგისტრირებული „იმედი“, შემდეგ რეგისტრირებულია ნიდერლანდებში და ახლა ვმუშაობ, რომ მსგავსი პროცესი დაიწყოს „იმედთან მიმართებაში“. ასევე, ეს სანქციები ნიშნავს, რომ ბრიტანეთი ამზადებს გადაწყვეტილებებს სხვა პირებთან მიმართებაში. მურუსიძე/ჩინჩალაძე მოხვდა იმ სიაში, სადაც არიან ტერორისტები და თალიბანის ლიდერები. ეს არის სამარცხვინო ფაქტი“, - განაცხადა ანა დოლიძემ, რომლის კომენტარსაც კოალიცია ,,ხალხისთვის-ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)