01:35 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-02 14:00:46, 684 ნახვა

პოლიტიკა
ბადრა გუნბამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა

ბადრა გუნბამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ე.წ. ინაუგურაციის ცერემონია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამთავრობო კომპლექსის დიდ დარბაზში გაიმართა.

გამოცემის ცნობით, მიწვეულ სტუმრებს შორის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი, ალან გაგლოევი და რუსეთის, ნიკარაგუის, ვენესუელისა და მოლდოვის სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის წარმომადგენლები იყვნენ.

ბადრა გუნბას ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმაც მიულოცა და 9 მაისს მოსკოვში აღლუმზე მიიწვია.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემების თანახმად, 1-ელ მარტს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „საპრეზიდენტო კანდიდატმა“ ბადრა გუნბამ ხმების 54,73% მიიღო და ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტი“ გახდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics