|
2025-04-01 17:09:06, 652 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - სასწრაფო მგონია რეჟიმის დამარცხების გზაზე ერთიანი, გასაგები პოზიციის ჩამოყალიბება
მე ძალების გაერთიანების ნებისმიერი მცდელობის მომხრე ვარ, თუმცა მთავარი და სასწრაფო მგონია რეჟიმის დამარცხების გზაზე/სტრატეგიაზე ერთიანი, გასაგები პოზიციის ჩამოყალიბება, რომელსაც მოქალაქეებს ავუხსნით და მერე მათთან ერთად შევასრულებთ,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე წერს. მისი თქმით, პოლიტიკურ პარტიებს შორის კოორდინაციის პრაქტიკა უკვე არსებობს და თუ ახალი „მიმართულებები“ გაჩნდება, მზად არის მონაწილეობა მიიღოს. „მე ძალების გაერთიანების ნებისმიერი მცდელობის მომხრე ვარ. გუშინ რაც ისაუბრა სალომე ზურაბიშვილმა, რომ ორი მოთხოვნაა რაზეც შეჯერებული ვართ: ა) ახალი საპარლამენტო არჩევნები და ბ) პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ორივე მოთხოვნას ვიზიარებ. ასევე, სადაც უკვე არსებობს კოორდინაციის პრაქტიკა, რომელიც მუშაობს, მაგალითად საგარეო ფრონტზე, მანდაც ჩართული ვარ. თუ რამე ახალი მიმართულება გაჩნდება, სადაც შესაძლებელი იქნება კოორდინაცია (ნეტავ), არც იქ ჩართვის პრობლემა მაქვს. თუმცა, მთავარი და სასწრაფო მგონია 1. პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება (მაგ. რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის არ მიცემა რაიმე ნაბიჯით) 2. რეჟიმის დამარცხების გზაზე/სტრატეგიაზე ერთიანი, გასაგები პოზიციის ჩამოყალიბება, რომელსაც მოქალაქეებს ავუხსნით და მერე მათთან ერთად შევასრულებთ“,- წერს ზურაბ ჯაფარიძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)