|
2025-04-01 14:29:24, 1031 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - რა ბრალიც არ უნდა წამიყენონ, ვაცხადებ, რომ ე.წ. პარლამენტს არ ვაღიარებ
ბრალი ეხება ჩემს არ მისვლას ე.წ. კომისიაში, რომელიც შექმნილია არალეგიტიმური პარლამენტის მიერ. ეს კომისია ცირკის სანახაობაა, თავის ხელმძღვანელით, რომელიც პირდაპირ ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციას ახდენს, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს 34 წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში, ქვეყანა დიდი უფსკრულის წინაშეა. „თბილისის პროკურატურაში დამიბარეს, სადაც ბრალი უნდა წამიყენონ. ბრალი ეხება ჩემს არ მისვლას ე.წ. კომისიაში, რომელიც შექმნილია არალეგიტიმური პარლამენტის მიერ. ეს კომისია ცირკის სანახაობაა, თავის ხელმძღვანელით, რომელიც პირდაპირ ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციას ახდენს. პირდაპირ ეთერში იხილავს და შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს გმირებს, გენერლებს, იმ ადამიანებს, რომლებმაც ბოლო 30-35 წლის განმავლობაში თავი შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. რა ბრალიც არ უნდა წამიყენონ, ვაცხადებ, რომ ე.წ. პარლამენტს არ ვაღიარებ და არც ამ კომისიას, რომელიც ანტიეროვნულ საქმიანობას ეწევა. ქვეყანა დიდი უფსკრულის წინაშეა. ასეთი მძიმე მდგომარეობა, როდესაც ქვეყნის დარჩენილი ტერიტორიების 80% ფორმალურად ოკუპაციის საშიშროების წინაშეა, 34 წლის განმავლობაში არ ყოფილა. ბრძოლა ყველა მშვიდობიანი მეთოდით გაგრძელდება!“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)