09:45 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-31 16:34:06, 702 ნახვა

მსოფლიო
შვედეთი უკრაინას $1.59 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

შვედეთი უკრაინას 16 მილიარდი შვედური კრონის (დაახლოებით 1.59 მილიარდი დოლარი) ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ სკანდინავიური ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა პალ ჯონსონმა განაცხადა. 

ეს სტოკჰოლმის მიერ კიევისთვის გადაცემული ყველაზე მსხვილი დახმარების პაკეტი იქნება. 16 მილიარდი კრონიდან 9.2 მილიარდით (დაახლოებით 910 მილიონი დოლარი) შვედეთის თავდაცვის მასალების ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობას შეიძენს. 

შვედეთის თავდაცვის ძალების განცხადებით, პაკეტი დაეხმარება უკრაინის საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სატელიტური კომუნიკაციებისა და საზღვაო ძალების შესაძლებლობებს. 

შვედეთის მთავრობას აქამდე უთქვამს, რომ მიმდინარე წელს უკრაინისთვის გადასაცემი სამხედრო დახმარების მოცულობას გაზრდის. 

2025 წელს შვედეთის ბიუჯეტიდან კიევისთვის ნაცვლად ადრე დაგეგმილი 25 მილიარდი კრონისა, 40 მილიარდი კრონა გამოიყოფა. 

"ჩვენ მადლიერები ვართ ჩვენი შვედი მეგობრების მიმართ მათი ურყევი მხარდაჭერისთვის. ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ!" - განაცხადეს უკრაინის თავდაცვის ძალებში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics