|
2025-03-31 14:30:56, 725 ნახვა
მსოფლიო
მედვედევი - ევროპელი პოლიტიკოსების რუსოფობიის მწვავე ფორმის საუკეთესო წამალი რუსული რაკეტებია
ევროპელი პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსოფობიის მწვავე ფორმით დაავადდა, საუკეთესო წამალი უახლესი რუსული რაკეტებია, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. „ევროპელი პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსომანიით (აგრეთვე რუსოფობია) მწვავე ფორმით დაავადდა. მკურნალობა სიმპტომურია. ტრადიციული მედიკამენტები, ზოგადად, არაეფექტურია. საუკეთესო თერაპიული ეფექტი დაფიქსირდა ძლიერი სედატიური საშუალებების კომბინირებული გამოყენებისას, როგორიცაა „კალიბრი“, „ონიქსი“, „ისკანდერი“ და ძლიერი მრავალკომპონენტიანი ტრანკვილიზატორი „ორეშნიკი“, - დაწერა მედვედევმა „ტელეგრამ“ არხზე. მისი თქმით, რუსოფობიის მანიაკალურ სტადიას ახასიათებს მოტორული აგზნება, აგრესიულობა, ძლიერ ადამიანებზე თავდასხმის სურვილი. „მანიაკალურ სტადიაში მყოფი პაციენტების მაგალითები არიან მაკრონი, სტარმერი, სტუბი და მრავალი სხვა ევროპელი პოლიტიკოსი“, - აღნიშნა მედვედევმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)