|
2025-03-31 10:54:45, 590 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის ქალაქ მურმანსკში შეიარაღებულმა პირმა პოლიციის მანქანებს ცეცხლი გაუხსნა
ტელეგრამ-არხ Mash-ის წინასწარი ინფორმაციით, უცნობმა შეიარაღებულმა პირმა რუსეთის ქალაქ მურმანსკში შენობის სახურავიდან დაახლოებით საღამოს 10 საათზე ცეცხლი გახსნა სხვა შენობების ფანჯრებისა და პოლიციის მანქანების მიმართულებით. გავრცელებული ცნობებით, უსაფრთხოების ძალებმა გზები გადაკეტეს იმ შენობის გარშემო, საიდანაც თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც მრავალსართულიან შენობაში შესასვლელად დაიწყეს მზადება. სოციალურ მედიაში ინციდენტის ამსახველი ვიდეოებიც გავრცელდა, რომელშიც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმები ისმის. ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ასევე უცნობია თავდამსხმელის მოტივი. ბოლო ცნობებით, მსროლელი უკვე უვნებელყვეს. Mash წერს, რომ მსროლელი ადგილობრივმა სამართალდამცავმა ორგანოებმა გაანეიტრალეს. მედიაში გავრცელებული ცნობებით, იგი მოკლულია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)