09:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-30 12:09:34, 888 ნახვა

მსოფლიო
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ევგენია გუცულს 20-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

მოლდოვის შემადგენლობაში შემავალი გაგაუზიის ავტონომიური რესპუბლიკის პრორუს ლიდერს, ევგენია გოცულს სასამართლომ 20-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გოცულს დაფინანსების უკანონოდ მიღება და 2023 წლის საარჩევნო კამპანიის პერიოდში ფალსიფიკაციაში ადანაშაულებენ.

პროკურატურამ გაგაუზიის ლიდერისთვის 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა მოითხოვა, თუმცა სასამართლომ პოლიტიკოსი 20 დღით დააპატიმრა.

"დღეს გაგაუზიას თავი მოაჭრეს". – თქვა გუცულმა ბადრაგის თანხლებით სასამართლო დარბაზის დატოვებისას.

გუცულის თქმით, ბრალდებები აბსურდულია და მის წინააღმდეგ პირადად მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ იბრძვის.

ევგენია გულიც 26 მარტს კიშინიოვის აეროპორტში ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.

წინასწარ პატიმრობაში მყოფმა პრორუსმა პოლიტიკოსმა დახმარებისთვის ჯერ ვლადიმირ პუტინის, მოგვიანებით კი რეჯეფ თაიფ ერდოღანს მიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics