10:03 - 28 May, 2026
|
2025-03-28 09:55:51, 815 ნახვა
მსოფლიო
მარკო რუბიო - აშშ შეშფოთებულია სტამბოლის მერის დაკავების შემდეგ თურქეთში მიმდინარე მოვლენებით
აშშ შეშფოთებულია სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავების შემდეგ თურქეთში მიმდინარე მოვლენებით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა. მარკო რუბიოს თქმით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან შექმნილი ვითარების გამო შეშფოთება გამოხატა. „ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს, გამოვთქვით შეშფოთება, არ მოგვწონს მსგავსი არასტაბილურობის დანახვა რომელიმე ქვეყნის მმართველობაში, განსაკუთრებით, რომელიც ახლო მოკავშირეა“, – განუცხადა მარკო რუბიომ ჟურნალისტებს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი აშშ-ში ვიზიტისას სახელმწიფო დეპარტამენტში მარკო რუბიოს შეხვდა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრა უსაფრთხოებისა და ვაჭრობის საკითხებზე სასაუბროდ გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)