|
2025-03-27 19:32:02, 745 ნახვა
მსოფლიო
კირ სტარმერი - ახლა რუსეთისგან სანქციების მოხსნის დრო არ არის
ახლა რუსეთისგან სანქციების მოხსნის დრო არ არის, პირიქით, განვიხილეთ როგორ შეგვიძლია სანქციების გაზრდა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა პარიზში “მსურველთა კოალიციის” სამიტის შემდეგ განაცხადა. სტარმერის თქმით, ეს “ძალიან კონსტრუქციული” შეხვედრა იყო, რომელზეც “მსურველთა კოალიციის” ლიდერები შეთანხმდნენ, რომ არსებობს უკრაინის უფრო მეტად მხარდაჭერის საჭიროება, “რათა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინა ყველაზე ძლიერ შესაძლო პოზიციაშია, ახლაც და სამომავლო მოლაპარაკებებშიც”. “სრული სიცხადე იყო, რომ რუსეთი [მშვიდობის] დაყოვნებას ცდილობს, თამაშებს თამაშობს და ამაზე სრულიად ცხადად უნდა ვისაუბროთ”, - განაცხადა სტარმერმა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სამიტზე სრული სიცხადე იყო იმაზე, რომ “ახლა სანქციების მოხსნის დრო არ არის”. “პირიქით, განვიხილეთ როგორ შეგვიძლია სანქციების გაზრდა, რათა დავეხმაროთ შეერთებული შტატების ინიციატივას, რათა ქვეყნების ამ ჯგუფის მხრიდან ზეწოლის მეშვეობით რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან მივიყვანოთ”, - განაცხადა სტარმერმა. მან აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა უკრაინაში ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის მხარდაჭერის “სამხედრო და ოპერატიული” გეგმები, “იქნება ეს მიწაზე, ჰაერში თუ ზღვაზე”.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)