|
2025-03-22 12:21:20, 699 ნახვა
მსოფლიო
ტრამპის ადმინისტრაცია 530 000 იმიგრანტს ლეგალურ სტატუსს შეუჩერებს
აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ნახევარ მილიონზე კუბელ, ჰაიტიელ, ნიკარაგუელ და ვენესუელელ იმიგრანტს ლეგალურ სტატუსს შეუჩერებს. იმიგრანტებს შეატყობინეს, რომ მათ ქვეყანა ნებართვის ვადის ამოწურვამდე უნდა დატოვონ, ხოლო დეპორტაცია, აშშ-ს არდატოვების შემთხვევაში, მათ 24 აპრილიდან დაემუქრებათ. 530 000 იმიგრანტი, რომლებსაც ლეგალური სტატუსი გაუუქმდებათ, აშშ-ში ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში, CHNV-ის (Parole for Cubans, Haitians, Nicaraguans, and Venezuelans) პროგრამის ფარგლებში შემოვიდნენ. პროგრამა მათ საშუალებას აძლევდა, აშშ-ში ლეგალური სტატუსით მაქსიმუმ 2 წლის განმავლობაში დარჩენილიყვნენ, თუ ამერიკელი მოქალაქე მათ ფინანსურ დახმარებაზე დათანხმდებოდა. პროგრამა შემდეგმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის დღესვე, 20 იანვარს აღმასრულებელი ბრძანების ხელმოწერით გააუქმა. უცნობია, თუ რამდენმა იმიგრანტმა შეძლო სხვა სტატუსის მოპოვება, რაც საშუალებას მისცემდა მათ, აშშ-ში ლეგალურად დარჩენილიყვნენ. CHNV-ის პროგრამა თავდაპირველად 2022 წელს ვენესუელელებისთვის შეიქმნა, ხოლო შემდეგ ზემოხსენებულ სხვა 3 ქვეყანაზეც გავრცელდა. პროგრამა უფლებას აძლევდა იმიგრანტებსა და მათ უახლოესი ოჯახის წევრებს აშშ-ში ჩასულიყვნენ, თუ მათ ამერიკელი სპონსორიც ჰყავდათ და ქვეყანაში ლეგალური იმიგრანტის დროებითი სტატუსის ქვეშ მაქსიმუმ 2 წლის განმავლობაში დარჩენილიყვნენ. პროგრამის მიზანი არალეგალური მიგრაციის შემცირება, მექსიკასთან საზღვრის დაცულობის გაუმჯობესება და იმიგრანტებისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეთავაზება იყო. აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა 21 მარტს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პროგრამამ დასახულ მიზნებს ვერ მიაღწია. "[ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა იმიგრანტებს] შესაძლებლობა მისცეს, რომ ამერიკული სამუშაო ადგილებისთვის [ამერიკელებს] შეჯიბრებოდნენ და დაეკნინებინათ ამერიკელი მუშახელი; მათ აიძულეს საჯარო მოხელეები, რომ ხელი შეეწყოთ პროგრამებისთვის მაშინაც კი, როდესაც თაღლითობა გამოვლინდა; მათ კონგრესში რესპუბლიკელებს დააბრალეს ქაოსისა და კრიმინალის ზრდა, რაც ამან გამოიწვია". - BBC-ის ცნობით, წერია დეპარტამენტის განცხადებაში. გამოცემის ცნობითვე, ტრამპი დროებითი ლეგალური სტატუსის შეჩერებას განიხილავს 240 000 უკრაინელისთვისაც, რომლებიც აშშ-ში ომის დაწყების შემდეგ ჩავიდნენ.
პროკურატურამ 6 მოძალადე პოლიციელი დააკავა, მათ ბრალად ედებათ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით
გორში, პოლიციელთა ძალადობის კადრები ჟურნალისტებმა საკუთარი ფანჯრიდან გადაიღეს
აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
CNN: ტრამპი დედამიწის მოსახლეობის თერთმეტიდან, ერთ ადამიანს ემუქრება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)