02:52 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-11 17:17:26, 603 ნახვა

საზოგადოება
დიდუბის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 10 მისამართზე დასრულდა

დიდუბის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე,  სავალი ნაწილის, იტალიური ეზოებისა  და ტროტუარების რეაბილიტაცია 10 მისამართზე დასრულდა და აღნიშნულ ადგილებზე პროექტით გათვალისწინებული ყველა სახის სამუშაო განხორციელდა.

„მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ახმეტელის ქუჩასა და დიღმის მასივის მე-5 კვარტლის,  მე-6 კორპუსის ტერიტორიაზე.

ახმეტელის ქუჩაზე 3000 მ2 ფართობზე მოწესრიგდება  საგზაო ინფრასტრუქტურა. რეაბილიტაციის დასრულების შემდგომ, მთლიანად შეიცვლება ტროტუარი და ბორდიურები.

ორივე ობიექტზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება  მიმდინარეობს გეგმა-გრაფიკის მიხედვით.

დიდუბის რაიონის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროცესი ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ სპეციალისტის მეთვალყურეობით მიმდინარეობს“, - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics